ჩაკვეტაძემ მაღალი შეფასება დაიმსახურა - „უოტფორდმა“ გასვლით მატჩში „მიდლსბრო“ დაამარცხა #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ მაღალი შეფასება დაიმსახურა - „უოტფორდმა“ გასვლით მატჩში „მიდლსბრო“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში მოუგებელი სერია შეწყვიტა და „მიდლსბროსთან“ გასვლით მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

33-ე ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაშიყო, შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება – 7.4 ქულა დაიმსახურა.

„უოტფორდი“ „მიდლსბროს“ შეტევებს კარგად გაუმკლავდა, თავად კი მე-40 წუთზე ფრანგი მუსა სისოკოს გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და პრემიერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა.

33 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 45 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზე დაწინაურდა და პრემიერლიგის პლეი ოფის ზონას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.