ჩაკვეტაძემ ისევ ტაიმი ითამაშა - „ჰამბურგი“ კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ ისევ ტაიმი ითამაშა - „ჰამბურგი“ კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა – 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდმა „ჰამბურგმა“ ბრემენისვერდერს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

მეტოქეებმა მატჩის დაწყებამდე უკრაინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს. „ჰამბურგი“ (41) მატჩამდე მეოთხე ადგილზე იყო, ხოლო ბრემენისვერდერი“ (42) ერთი საფეხურით ასწრებდა და მატჩი პრინციპული მნიშვნელობის იყო, მოგებით ჩაკვეტაძის გუნდი პირველ და მეორეადგილოსნებს, „დარმშტადტსა“ (44) და „სანკტ-პაულს“ (44) დაეწეოდა.

22 წლის ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და ეს „ჰამბურგისთვის“ ფეხბედნიერი აღმოჩნდა. ამ დროისთვის ბრემენელები იყვნენ დაწინაურებულები, რომლებმაც ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-10 წუთზე პენალტით მასპინძელთა კარი მარვილ დუშკმა აიღო.

მასპინძლებმა 46-ე წუთზე შესვენების შემდეგ პირველივე შეტევა გოლით დაასრულეს. კარის წინ იონას მეფერტი დარჩა და ზუსტად დაარტყა. მაგრამ „ვერდერი“ 51-ე წუთზე ნიკლასს ფულკრუგმა კიდევ ერთხელ დააწინაურა და ამჯერადაც პენალტით. 76-ე წუთზე კი მარვილ დუშკმა დუბლი შეასრულა და მასპინძლები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

80-ე წუთზე რობერტ გლაცერმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და „ჰამბურგს“ ქულის გადარჩენის იმედი გაუჩდა. მასპინძლებმა რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. 89-ე წუთზე ჩაკვეტაძემ შორიდან სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

საბოლოოდ, „ჰამბურგი“ დამარცხდა 2:3 და 24 ტურის შემდეგ (41) მეოთხე ადგილზე დარჩა, ხოლო ბრემენისვერდერი“ (45) გალიდერდა და „დარმშტადტი“ (44) და „სანკტ-პაული“ (44) უკან ჩამოიტოვა.