ჩაკვეტაძემ ისევ ითამაშა - „გენტი“ ჯგუფში გავიდა #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ ისევ ითამაშა - „გენტი“ ჯგუფში გავიდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ ევროსარბიელზე მორიგი თამაში ჩაატარა – ეს ევროპალიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში მოხდა, სადაც მისი გუნდი „გენტი“ პოლონურ „რაკუვსდაუპირსპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

რაკუვმა“ წინა ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინი“ გამოაგდო. პოლონელებმა საშინაო შეხვედრაშიც ბელგიურ კლუბს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და 1:0 დასრულებული მატჩის შემდეგ, კონფერენს ლიგაზე მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდათ. თუმცა, ბელგიელებმა თამაში მაღალ დონეზე ჩაატარეს და ანგარიში ნიდერლანდელი რატიკ ტისუდალის გოლით გახსნეს. 70-ე წუთზე პოლონელთა კარი ბელგიელთა კაპიტანმა ვადის ოდიჯა-ოფოემ აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე ჯულიენ დე სარტიმ დააფიქსირა და „გენტიკონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებს.

გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ითამაშა. ტრავმებით გაწვალებულმა 21 წლის ქართველმა შემტევმა ბოლო ორ წელიწადში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა პირველად ითამაშა და სექტემბრის სანაკრებო მატჩებს სასურველ ფორმასთან მიახლოებულ კონდიციებში შეხვდება.