ჩაკვეტაძემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა - ჯერ 90 წუთისთვის მზად არ ვარ, მაგრამ ბევრს ვმუშაობ #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა - ჯერ 90 წუთისთვის მზად არ ვარ, მაგრამ ბევრს ვმუშაობ #1TVSPORT

გერმანული გამოცემა „ბილდი“ „ჰამბურგში“ ბელგიური „გენტიდან“ გადასული გიორგი ჩაკვეტაძის საშინაო დებიუტს გამოეხმაურა და იმ ემოციურ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც ჰამბურგის არენაზე ქართველ შემტევს თანამემამულეები დროშებით დახვდნენ.

„ჩაკვეტაძეს ბუნდესლიგაში თამაში უნდა

ხუთმა ქართველმა „ჰამბურგის“ არენაზე ჩაკვეტაძის საშინაო პრემიერა აღნიშნა, როდესაც 66-ე წუთზე ფარიდა ალიდუ „ჰაიდენჰაიმთან“ გიორგიმ შეცვალა, „გენტიდან“ ზაფხულამდე იჯარით გადასული ქართველმა ნახევარმცველის მოედანზე გამოჩენამ ქართველი გულშემატკივრები ტრიბუნაზე ძალიან გაახარა.

„ჩაკის“ მოეწონა მორალური მხარდაჭერა: 

„ტრიბუნაზე ქრთველების გამოჩენა ძალიან სასიამოვნო იყო და გამახარა. ფინალური სასტვენის შემდეგ ფანებს შევხვდი და ჩემი მაისური ვაჩუქე“.

„დარმშტადტთან“ გასვლაზე თორმეტწუთიანი დებიუტის შემდეგ (5:0) საქართველოს ეროვნული ნაკრების (13 მატჩი, 5 გოლი) შემტევმა ამჯერად ორჯერ მეტი ითამაშა – 24 წუთი. ჩაკვეტაძე ამით დაიმედებულია: 

„ეს სასიამოვნო იყო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ „ჰაიდენჰაიმთან“ სამი ქულა მოვიპოვეთ. „ჰამბურგში“ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ჩვენ აქ დიდი ფეხბურთელები გვყავს, რომლებმაც ძალიან კარგად მიმიღეს. ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და ბუნდესლიგაში დაბრუნებაა“.

ჩაკვეტაძე იმედოვნებს, რომ მომავალ მატჩებში მეტ სათამაშო დროს მიიღებს: 

„ბოლო თვეებში ბელგიაში თითქმის არ მითამაშია. ჯერ 90 წუთის ჩასატარებლად მზად არ ვარ, მაგრამ ბევრს ვმუშაობ, რომ ეს მალე მოვახერხო. თუმცა, შესაძლოა, შემდეგ ჯერზე 45 წუთი ვითამაშო“.

მისი მწვრთნელი ტიმ უოლტერიც დაიმედებულია:

„ჩაკვეტაძეს აშკარად აქვს პოტენციალი. მას დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ ფორმაში მალე უნდა შევიდეს. შემდეგ ჩვენ ბურთი შენარჩუნებას და დაგაკონტროლებას უფრო მოვახერხებთ“.