ჩაკვეტაძემ ევროჯგუფში სადებიუტო მატჩი ჩაატარა
ჩაკვეტაძემ ევროჯგუფში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

გიორგი ჩაკვეტაძემ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირვცელად ითამაშა. ეს „გენტი“ „ოლექსანდრიას“ შეხვედრაში მოხდა, სადაც ბელგიურმა კლუბმა უკრაინული მიიღო და 2:1 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია „გენტის“ სათადარიგოთა შორის იყვნენ. ჩაკვეტაძე მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ქვილითაია 90+3 წუთზე ლოდერ დეპუატრეს ნაცვლად გამოჩნდა, რომლის დუბლითაც ბელგიელებმა მოიგეს.

ამ გამარჯვებით, „გენტმა“ ევროპის ლიგის „ი“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგსი 1/16-ფინალში გავიდა, რომლის წილისყრაც 16 დეკმებერს ნიონში, უეფა-ს ოფისში გაიმართება.