ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა - „უოტფორდმა“ „ბირმინგემს“ მოუგო #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა - „უოტფორდმა“ „ბირმინგემს“ მოუგო #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და „უოტფორდს“ „ბირმინგემთან“ ურთულესი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 1:0.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი წინა ტურის მატჩში, „ქოვენთრისთან“ დაშავდა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „უოტფორდის“ ახალმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ გიორგი „ბირმინგემთან“ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ჩაკვეტაძემ 79 წუთი ითამაშა, 68-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

„უოტფორდი“ პირველ ტაიმში დაწინაურდა – 44-ე წუთზე სტუმართა შეტევა ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ემანუელ დენისმა დააგვირგვინა.

„უოტფორდმა“ 48 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონშიპში გამართული 38 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.