ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - „უოტფორდმა“ სეზონი დამაჯერებელი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფში სადებიუტო მატჩი ჩაატარა - „უოტფორდმა“ სეზონი დამაჯერებელი მოგებით დაიწყო #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ხმაურიანად დაიწყო ინგლისის ჩემპიონშიპის ახალი სეზონი – გუნდმა „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ახალ ლიგასა და გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა.

გიორგი ჩაკვეტაძე ახალი გუნდის განაცხადში მოხვდა, მოედანზე კი 66-ე წუთზე გამოჩნდა. ეს მეხუთე ლიგაა, სადაც 23 წლის ქართველ შემტევს უთამაშია – საქართველოს ჩემპიონატის, ბელგიის ჯუპილერლიგის, მეორე ბუნდესლიგისა და სლოვაკეთის პირველობის შემდეგ.

სასტარტო ტურის პირველივე ტაიმში „უოტფორდმა“ მეტოქე ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო და შესვენებამდე 4:0 დაწინაურდა. პირველ წუთზე ანგარიში დელე-ბაშირუმ გახსნა, შემდეგ კი მეტოქის კარი ლოუზამ (20), მათეუს მარტინსმა (38) და ბაიომ (43) აიღეს. მეორე ტაიმში კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნის, მაგრამ იჯარით ჯერ გერმანულ „ჰამბურგში“ ითამაშა, შემდეგ – სლოვაკურ „სლოვანში“. ინგლისის ჩემპიონშიპისუოტფორდმა“ კი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთწლიანი იჯარით დაიმატა.