ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა და ფორმაში შედის – „ჰამბურგმა“ კონკურენტთან წააგო #1TVSPORT

01:39, 06.03.2022

გიორგი ჩაკვეტაძე ზედიზედ მეორედ მოხვდა „ჰამბურგის“ ძირითად შემადგენლობაში და პირველად ითამაშა სრული მატჩი, რომელშიც მისი გუნდი კონკურენტს, „ნიურნბერგს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

მეორე ბუნდესლიგის 25-ე ტურში „ჰამბურგი“ ესტუმრა მეტოქეს, რომელსაც ბუნდესლიგაში გადასვლის არანაკლები შანსი გააჩნია და ეს მოტივაცია თამაშის ხასიათს დაეტყო – შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევ ნახევარმცველს პირველ ტაიმში კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ კარის წინ დარჩენილს მეკარემ აუღო და სადებიუტო გოლის გატანის საშუალება წაართვა.

ანგარიში „ნიურნბერგის“ თავდამსხმელმა პასკალ კიოპკემ მე-15 წუთზე გახსნა. მაგრამ „ჰამბურგმალუდოვიტ რეისის გოლით 10 წუთში ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევარში ჩაკვეტაძე ბოლოსკენ გააქტიურდა და გამოჩნდა, რომ კარგ ფიზიკურ კონდიციაში შედის. გიორგი რამდენჯერმე შეეცადა თამაშის გამწვავებას, აქტიურობდა, მაგრამ – უშედეგოდ. 88-ე წუთზე კი „ნიურნბერგის“ ნახევარმცველმა ტიმ ჰანდვერკერმა სტუმართა კარი მეორედ აიღო და გუნდს გამარჯვება მოუტანა 2:1.

https://twitter.com/HSV_English/status/1500220554871255042

ჰამბურგმა“ მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებული 25 ტურის შემდეგ 41 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე დაქვეითდა. მაგრამ ლიდერებს „დარმშტადტს“ (47), „სანკტ-პაულს“ (47), ბრემენისვერდერსა“ (45) და ამ მოგებით დაწინაურებულ „ნიურნბერგს“ (42) მცირედით ჩამორჩება, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 9 ტურია დარჩენილი.

მსგავსი