ჩაკვეტაძემ 2024 წელი გოლით დაასრულა - „უოტფორდი“ „კარდიფთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ 2024 წელი გოლით დაასრულა - „უოტფორდი“ „კარდიფთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიპის წლის ბოლო მატჩში „კარდიფს“ გაუტანა, მაგრამ ეს „უოტფორდისთვის“ მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა და საშინაო შეხვედრაში 1:2 დამარცხდა.

უოტფორდმა“ 24-ე ტურის შეხვედრა დამაჯერებლად ვერ დაიწყო – უკვე მე-2 წუთზე რობინსონის გოლით „კარდიფმა“ ანგარიში გახსნა. ჩაკვეტაძემ 38-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე (42) რობინსონმა დუბლით სტუმრები ისევ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა და სატურნირო ცხრილში წინსვლის შანსი დაკარგა.

უოტფორდმა“ 37 ქულით 2024 წელი მე-6 ადგილზე დაასრულა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი 22 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.