ჩაკვეტაძე „ვესტ ბრომვიჩთან“ გამოარჩიეს - ლოჩოშვილის „კრემონეზე“ ქულას დასჯერდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში „ვესტ ბრომვიჩს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა 2:1 მოიგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი 21-ე ტურის შეხვედრაში მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და მოედანზე მყოფებში მეორე საუკეთესო შეფასება, 7.9 ქულა მიიღო.
„უოტფორდმა“ მეტოქე კოტდივუარელი თავდამსხმელის, ვაკუნ ბაიოს (35, 50) დუბლით დაამარცხა და 21 ტურის შემდეგ ჩემპიონშიფში მე-7 პოზიციაზეა, მაგრამ თამაში მარაგში აქვს და ხუთეულში გადასვლა შეუძლია.
იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „ჩიტადელას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. კრემონელები 17 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-4 ადგილზე არიან.