ჩაკვეტაძე „უდინეზესთან“ ერთად ჯერ ვერ მოემზადება – ქართველი ფეხბურთელი რეაბილიტაციას გააგრძელებს #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე „უდინეზეს“ შეუერთდა, თუმცა ძველმა ტრავმამ თავი იჩინა და, სრულფასოვანი ვარჯიშის ნაცვლად, ქართველი ფეხბურთელი რეაბილიტაციას გააგრძელებს, – ამ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ტრავმა საქართველოსა და რუმინეთის ამხანაგური მატჩის დროს მიიღო და მოედანი დატოვა. „უდინეზეში“ საწვრთნელი პროცესის დაწყებისას სწორედ ამ ტრავმამ შეახსენა თავი და გიორგი იძულებული გახდა, რეაბილიტაცია გაეგრძელებინა.
გიორგი ჩაკვეტაძემ იტალიის სერია A-ს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს.