ჩაკვეტაძე მომჯობინდა და მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT
ჩაკვეტაძე მომჯობინდა და მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT

მოულოდნელი და სასიხარულო ამბავია – გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა, –  ინფორმაციას ბელგიური კლუბის, „გენტის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

დღეს, „გენტმა“ და „ანდერლეხტმა“ სავარჯიშო მატჩი ოსტაკერში გამართეს. ორივე გუნდი 90 წუთის განმავლობაში ფრთხილად თამაშობდა. „გენტისთვის“ ყველაზე კარგი სიახლე ალექსანდრე დე ბრუინის და გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება იყო.

ჩაკვეტაძე ხუთთვიანი არყოფნის შემდეგ „გენტს“ თებერვალში ამხანაგურ მატჩში დაუბრუნდა. მაგრამ ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ნიჭიერი ქართველი ისევ დაშავდა – ამჯერად, ჩაკვეტაძეს ბარძაყის კუნთის პრობლემა შეექმნა.

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი მოედანს მხოლოდ სეზონის ბოლოს დაუბრუნდებოდა. მაგრამ მალე ცნობილი გახდა, რომ გიორგი დიდხანს არ დაისვენებდა, კარიერაში მორიგი დაბრკოლება ფსიქოლოგიური პრობლემა იყო. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ გასულ სეზონში ყველა შეჯიბრში მხოლოდ თორმეტჯერ ითამაშა, მიმდინარე სეზონში კი – სამჯერ.

რაც შეეხება „ანდერლეხტთან“ მატჩს – ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის იყო, მე-13 წუთზე ტრავმირებული კოტ დივუარელი დოგბოლე ნიანბო შეცვალა და ბოლომდე ითამაშა. მატჩი კი 0:0 დასრულდა.