ჩაკვეტაძე მაროკოსთან ვერ ითამაშებს - საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
ჩაკვეტაძე მაროკოსთან ვერ ითამაშებს - საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ არენაზე გამართა.

შარჯას სტადიონზე ჩვენმა გუნდმა 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ნაკრებს კლუბში მიღებული ტრავმით შეუერთდა. ფეხბურთელი ამ მიზეზით მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე (“დინამო”, თბილისი), საბა საზონოვი (“დინამო”, მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო)

თავდამსხმელები: დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი)

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ეროვნული გუნდის წლის ბოლო მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.