ჩაკვეტაძე კიდევ ერთ გამოკითხვაში ლიდერობს - ბელგიაში საუკეთესო ფლანგის შემტევს ირჩევენ
ჩაკვეტაძე კიდევ ერთ გამოკითხვაში ლიდერობს - ბელგიაში საუკეთესო ფლანგის შემტევს ირჩევენ

voetbalprimeur.be გულშემატკივრებს შორის გამოკითხვას ატარებს, რომლის მიზანიცაა, ყველა პოზიციაზე ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინოს.

ბელგიური გამოცემის გვერდზე გამოკითხვა ამჟამად მარცხენა ფლანგის პოზიციაზე მიმდინარეობს. ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში „გენტის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა და მისი კონკურენტები არიან ლეანდრო ტროსარდი („გენკი“), არნო დანუმა („ბრიუგე“), ნანა ამპომა („ვესლანდ-ბევერენი“) და მუსა ჯენეპო („სტანდარტი“),

ჩაკვეტაძეს გამოცემა ასე ახასიათებს – „ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ის უკვე „გენტისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. ფლანგის შემტევის გამოყენება ნახევარდაცვის ცენტრშიც შეიძლება და უკვე რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბი დააინტერესა, მაგალითად როგორიც „ბარსელონაა“. ჩაკვეტაძის სწრაფი დრიბლინგები და მწვავე გადაცემები ნებისმიერი დაცვისთვის დიდი პრობლემაა“, – წერს voetbalprimeur.be.

გამოკითხვაში თავიდან ლეონდო ტროსარდი ლიდერობდა, სანამ ქართველი გულშემატკივარისთვის ამ გამოკითხვის შესახებ არ გახდა ცნობილი. ახლა კი გიორგი ჩაკვეტაძეს ლამის ყოველი მეორე ხმას აძლევს და 19 წლის ქართველი დაწინაურდა. მთლიანი სურათი კი ასე გამოიყურება –

გიორგი ჩაკვეტაძე 48%
ლეონდო ტროსარდი 34%
არნო დანუმა 12%
მუსას ჯენეპო 5%
ნანა ამპომა 1%

ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.