ჩაკვეტაძე „გენტში“ დაბრუნდება - ის „ჰამბურგში“ მეტ დროს იმედოვნებდა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩაკვეტაძე „გენტში“ დაბრუნდება - ის „ჰამბურგში“ მეტ დროს იმედოვნებდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძეს „ჰამბურგი“ იჯარას არ გაუგრძელებს და „გენტში“ დაბრუნდება – „ბილდის“ შემდეგ ამ ინფომაციას ლამის ყველა გერმანული და ბელგიური გამოცემა ადასტურებს.

 

voetbalbelgie.be

ჩაკვეტაძე „გენტში“ ბრუნდება

გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ მშვენიერი მომენტები აჩვენა, მაგრამ ქართველი მეტ თამაშს იმედოვნებდა და იჯარით გერმანიის მეორე დივიზიონის „ჰამბურგში“ გადავიდა. მაგრამ ეს არ იყო წარმატების ისტორია. ის 12 თამაშში მოედანზე შეცვლაზე შევიდა. 22 წლის ნახევარმცველმა ერთი გოლის გატანა მოახერხა. გუნდი ჩაკვეტაძის შენარჩუნებას აღარ აპირებს.

შემტევ ნახევარმცველს „გენტთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. მისი საბაზრო ღირებულება წლების განმავლობაში 9-დან 2,3 მილიონ ევრომდე შემცირდა. ბელგიურმა კლუბმა ჩაკვეტაძე „დინამო თბილისიდან“ 2017 წელს 1,5 მილიონ ევროდ შეიძინა. „გენტის“ მაისურით 80 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

90min.de

ჩაკვეტაძემ „ჰამბურგი“ უნდა დატოვოს

გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი, როგორც ჩანს, გადაწყვეტილია: ქართველი „ჰამბურგში“ ვერ დარჩება. ზამთრის შესვენების დროს მას გუნდი გადამწყვეტ ბრძოლებში ბუნდესლიგაში დაწინაურებისთვის უნდა გაეძლიერებინა, მაგრამ მთლიანობაში ჩაკვეტაძეს მაინც შეზღუდული სათამაშო დრო მიეცა – მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტს, ფარიდე ალიდუს, კვირების განმავლობაში პრობლემები ჰქონდა, გარემარბმა თავისი შანსი ვერ გამოიყენა.

ჩაკვეტაძემ მეორე დივიზიონში ათი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში. „რეგენსბურგთან“ 4:2 მოგებულ შეხვედრაში კი მთელი 90 წუთი სკამზე ჯდომა მოუხდა. აქედანაც ირკვევა, რომ ჩაკვეტაძის „ჰამბურგში“ ყოფნის დრო 30 ივნისს იწურება.

 

walfoot.be

ჰამბურგმა, შესაძლოა, გენტის ფეხბურთელი ბელგიაში დააბრუნოს

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გიორგი ჩაკვეტაძეს შეზღუდული სათამაშო დრო ჰქონდა. გასული წლები მძიმე იყო ჩაკვეტაძისთვის, რომელსაც ტრავმები აწუხებდა და თამაშის დონე ვერ აღიდგინა. იმედოვნებდა, რომ ჩრდილოეთ გერმანიაში კარიერას თავიდან აიწყობდა, მაგრამ საბოლოოდ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ასე რომ, „გენტს“ კვლავ მოუწევს გამოსავლის პოვნა ფეხბურთელისთვის, რომელსაც ადგილი აღარ აქვს ძირითად გუნდში, კონტრაქტი კი ერთი წლის შემდეგ უსრულება.

დატოვე კომენტარი