ჩაკვეტაძე ესპანეთში „გენტთან“ ერთად ემზადება #1TVSPORT
ჩაკვეტაძე ესპანეთში „გენტთან“ ერთად ემზადება #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე „გენტთან“ ერთად ესპანეთში შეკრებაზეა, სეზონისთვის ემზადება და ჯერჯერობით, მისი ბელგიური გუნდიდან წასვლაზე გავრცელებული ხმები არ დასტურდება.

ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ 22 წლის ქართველი შემტევი „გენტთან“ ერთად ესპანეთში ემზადება. ბელგიური გუნდი ოლივაშია და სეზონის განახლებისთვის ემზადება. გუნდს აფრიკის თასზე მონაწილეობის გამო მაიკლ ნგადე, ტარიკ ტისუდალი და სულეიმან მარე დააკლდა, ხოლო ხუთი მოთამაშე კორონავირუსის გამო ვერ ითამაშებენ – სინან ბოლატა, ლორან დეპუა, ნურიო ფორტუნა, ჯანი ბრუნო და იბრაჰიმ სისე.

გუნდი დატვირთვებზე მესამე დღეს გადავიდა და საერთო ჯგუფში ივარჯიშა გიორგი ჩაკვეტაძემაც, რომელიც მარტო დილით მოედანზე თითქმის 3 საათი იყო და დატვირთვები იოლად აიტანა. არადა, იწერებოდა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი იმედი ტრავმების გამო „გენტს“ ზამთარში დატოვებდა.

გენტი“ ესპანეთში ხანმოკლე შეკრებაზეა, რადგან ბელგიის ჩემპიონატი 14 იანვარს განახლდება და „გელამჰო არენაზე“ „კორტრეიკს“ შეხვდება. ქართველის გუნდი ოლივაში მხოლოდ ერთ საკონტროლო შეხვედრას გამართავს – 7 იანვარს ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდულ „ალკმაარს“ შეხვდებიან და მეორე დღეს ბელგიაში დაბრუნდებიან.

დატოვე კომენტარი