ჩაკვეტაძე ბეილსა და სტერლინგს ასწრებს [ვიდეო]

Skysports.com გულშემატკივრებს ერთა ლიგაზე გატანილი საუკეთესო გოლების ჩამონათვალი შესთავაზა.

რაჰიმ სტერლინგი, გარეტ ბეილი თუ ისკო? შეარჩიეთ ერთა ლიგის საუკეთესო გოლი!“ – ასე მიმართა ტელეკომპანიამ გულშემატკივრებს, მაგრამ უმრავლესობამ ინგლისელ, უელსელ და ესპანელ ვარსკვლავებს ხელი კრა და მხარი ათეულში მოხვედრილ ქართველებს დაუჭირეს.

ჩაკვეტაძის მიერ ასტანაში ყაზახეთთან გატანილი გოლი ისეთი დიდი უპირატესობით ლიდერობს, გამარჯვება გარანტირებული აქვს, ჯაბა კანკავას მიერ ლატვიასთან გასვლაზე გატანილი გოლი კი მესამეზეა.

გამოკითხვის შედეგები

1. გიორგი ჩაკვეტაძე (ყაზახეთი – საქართველო) 84%
2. რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი – ესპანეთი) 6%
3. ჯაბა კანკავა (ლატვია – საქართველო) 4%
—————————————————————-
4. გარეტ ბეილი (უელსი – ირლანდია) 2%
5. მარკოზ პიზელი (სომხეთი – ლიხტენშტაინი) 1%
6. ისკო (ესპანეთი – ხორვატია) 1%
7. მილოტ რაშიცა (ფარერები – კოსოვო) 1%
8. ალფრედ ფინბოგასონი (ისლანდია – შვეიცარია) 1%
9. როლანდას ბარავიკასი (ლიეტუვა – მონტენეგრო) 0%
10. ულე სელნესი (ნორვეგია – სლოვენია) 0%

სულ გამოკითხულთა რაოდენობა 7696