ჩაკ ლიდელის თქმით, საუკეთესო წლებში ის ჯონ ჯონსს პრობლემებს შეუქმნიდა
ჩაკ ლიდელის თქმით, საუკეთესო წლებში ის ჯონ ჯონსს პრობლემებს შეუქმნიდა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე (lightheavyweight) წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ვეტერანი ჩაკ ლიდელი აცხადებს, რომ კარიერის საუკეთესო წლებში მოქმედ ჩემპიონ ჯონ ჯონსს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. მან ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ჯონსთან სტილისტურად კარგი ბრძოლა მექნებოდა. მე მას პრობლემებს შევუქმნიდი, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცავ თავს გდებებისგან და ხელში უდიდესი ძალა გამაჩნია. რა თქმა უნდა, საუკეთესო წლებს ვგულისხმობ“.

ჩაკ ლიდელმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე უკანასკნელი ბრძოლა 2018 წლის ნოემბერში ტიტო ორტიზთან გამართა. ეს ამ ორ მებრძოლს შორის რიგით მესამე დაპირისპირება იყო. ლიდელი ნოკაუტით დამარცხდა.