ჭადრაკის სასახლეში საქველმოქმედო ტურნირი გაიმართა #1TVSPORT
ჭადრაკის სასახლეში საქველმოქმედო ტურნირი გაიმართა #1TVSPORT

ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქველმოქმედო ტურნირი #გაბრიელისათვის სწრაფ ჭადრაკში. მიზანი პატარა გაბრიელ სულაშვილის დახმარებაა.

საერთაშორისო დიდოსტატ ბელა ხოტენაშვილისა და საერთაშორისო ოსტატ მალხაზ სულაშვილის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა. საფრანგეთში მკურნალობის ბოლო ეტაპზე მოხდა რეციდივი. გაბრიელს სჭირდება უახლესი ამერიკული პრეპარატი.

პატარა გაბრიელის გადასარჩენად მთელი საჭადრაკო სამყარო გაერთიანდა, მათ შორის, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებების წევრებიც.

მოჭადრაკეები და ტურნირის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საქველმოქმედო ტურნირზე საჭირო თანხის გარკვეულ ნაწილს შეაგროვებენ.