ჭადრაკი | საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
ჭადრაკი | საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ ლინარესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრები.

ოთხი ტურის შემდეგ ოთხი მოგებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზეა. ქართველმა მოჭადრაკეებმა ტურნირზე უზბკეთის (3.5:0.5), ინდოეთის (3.5:0.5), უკრაინისა (2.5:1.5) და ჩინეთის (3:1) ნაკრებები დაამარცხეს და პლეი ოფის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდეს.

მეხუთე ტურში ქართველი მოჭადრაკეების მეტოქე საფრანგეთის გუნდი იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე. კაპიტანი სალომე მელია.

სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ:

A ჯუფი:

1. ფიდე-ს გუნდი – 8 ქულა; 2. ყაზახეთი – 6; 3. აშშ – 6; 4. აზერბაიჯანი – 2; 5. ესპანეთი – 2; 6. პერუ – 0

B ჯგუფი:

1. საქართველო – 8 ქულა; 2. ჩინეთი – 5; 3. უზბეკეთი – 4; 4. ინდოეთი – 4; 5. უკრაინა – 2; 6. საფრანგეთი – 1.

თითოეული ქვეჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ოთხი  გუნდი გადის და რვა საუკეთესო ნაკრები ნოკაუტფორმატით განაგრძობს ასპარეზობას. საბოლოოდ, ოთხი საუკეთესო ნაკრები ნახევარფინალებსა და ფინალში მსოფლიო ჩემპიონს გამოავლენს.