ჭაბუკთა სამი ოქრო რუმინეთიდან
ჭაბუკთა სამი ოქრო რუმინეთიდან

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი – „Constantin Alexandru & Ioan W. Popovici“ დასრულდა, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ბეჟან ბარსიონიძე (55 კგ.), დავით კუჭუაშვილი (71 კგ.) და გიორგი ჩიხრაძე (110 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედალი გიგი ქურხულმა (60 კგ.) მოიპოვა, მესამე საპრიზო ადგილები ნიკოლოზ სანთელაძემ (48 კგ.), დავით აბდალაძემ (60 კგ.) და საბა გამთენაძემ (92 კგ.) დაიკავებს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში გიორგი კვინიკაძის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (UWW) ეგიდით გამართულ ტურნირზე, ჭიდაობის სამივე სახეობაში, ოცდაორი ქვეყნის ხუთასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.