ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

12:46, 27.08.2022

ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი – ნოდარ ალაფიშვილი (90 კგ), ნიკოლოზ ზაალიშვილი (+90 კგ) და ლიზი ქვარცხავა (70 კგ) გამოვლენ.

წინასწარი შეხვედრები 13:00-ზე, ფინალური ბლოკი კი 18:00-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებს ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.

მსგავსი