ჭაბუკების ცხრა მედალი და გუნდური მეორე ადგილი უკრაინაში
ჭაბუკების ცხრა მედალი და გუნდური მეორე ადგილი უკრაინაში

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში გამართულ ლეონიდ დუნაის ხსნოვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ჩემპიონები:

გიორგი გეგელაშვილი (51), ბაგრატ გაგნიძე (71 კგ), გიორგი ჩანქსელიანი (80 კგ) და სოლომონ მანაშვილი (110 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალი ლუკა ჩხიტუნიძეს (51 კგ) გადაეცა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები ჯონი ცხადაიამ (45 კგ), შამილ გაჯიევმა (48 კგ), დავით აბდალაძემ (55 კგ) და ლუკა მარიამიძემ (71 კგ), დაიკავეს.

გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

დატოვე კომენტარი