ჩაბი ალონსოს „ჩელსიში“ კილიან მბაპეს გაფორმება სურს #1TVSPORT
ჩაბი ალონსოს „ჩელსიში“ კილიან მბაპეს გაფორმება სურს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო „რეალის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს გაფორმების ინტერესს გამოთქვამს. ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტგამოცემა Football365.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი უკვე დაუკავშირდა მბაპეს დედას, რომელიც ფეხბურთელის აგენტიცაა. „ჩელსის“ ახალი დამრიგებელი საკმაოდ აქტიურად ითხოვს „სტემფორდ ბრიჯზე“ ფრანგი ფეხბურთელის დამატებას. „რეალში“ ყოფნის პერიოდში ალონსოს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფორვარდთან.

კილიან მბაპე 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს „რეალში“ და მადრიდულ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდე აქვს ხელშეკრულება. ამ სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

2026 წლის 17 მაისს ცნობილი გახდა, რომ ჩაბი ალონსო ოფიციალურად დაინიშნა „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად.