ჩაბი ალონსო რეალს დატოვებს
ჩაბი ალონსო რეალს დატოვებს

მიმდინარე სეზონის ბოლოს, ჩაბი ალონსო მადრიდის რეალის აკადემიას დატოვებს და მშობლიურ სან-სებასტიანში, რეალ სოსიედადის სტრუქტურაში გადაინაცვლებს. ბასკური კლუბი ალონსომ 15 წლის წინ დატოვა. ახლა მან უეფას პროფესიონალური ლიცენზია მიიღო და ლა ლიგა სანტანდერში სრულყოფილი მწვრთნელი შეუძლია გახდეს.

მადრიდულ გრანდში ალონსო ბავშვთა გუნდის მწვრთნელი გახლდათ. ახალგაზრდებთან ერთად 37 წლის ესპანელმა ტიტულის მოგებაც მოახერხა და უფროსი ასაკობრივი გუნდის, ხუვენილ ა-ს მთავარი მწვრთნელობის შეთავაზებაც მიიღო.

თუმცა, ალონსომ წინადადებას უარით უპასუხა და სან-სებასტიანში დაბრუნდება.

ლივერპულის ყოფილი ნახევარმცველი მწვრთნელობას განაგრძობს და მადრიდის რეალის სამწვრთნელო სტრუქტურაში დასაქმებულები დარწმუნებულნი არიან, რომ ალონსოს ფანტასტიკური მომავალი აქვს.