ჩაბი ალონსო „გლადბახის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
ჩაბი ალონსო „გლადბახის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

„ლივერპულის“, „რეალისა“ და „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი ჩაბი ალონსო ზაფხულში მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ჩაუდგება სათავეში, – ამტკიცებს გერმანული გაზეთი „ბილდი“.

39 წლის ესპანელი შეცვლის მარკო როზეს, რომელიც, თავის მხრივ, ზაფხულიდან „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

ალონსომ სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს, „რეალის“ აკადემიაში დაიწყო. 2019 წლის ივლისიდან, ის „რეალ სოსიედადის“ მეორე გუნდს ხელმძღვანელობს.

დღეისთვის, „გლადბახს“ 36 ქულა აქვს ბუნდესლიგაში და გათამაშების ცხრილში მეათე ადგილზე იმყოფება.