ცესკო-ში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
ცესკო-ში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

ცესკო-ში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ანა მიქელაძის თქმით, დარღვევებზე შესულ განცხადებებს  საარჩევნო ადმინისტრაცია კანონის ფარგლებში შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას.

„ქობულეთის, #32 საარჩევნო უბანზე ბიულეტენებში ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო ნომერი მკაფიოდ არ ჩანდა. ამასთან დაკავშირებით, შედგა აქტი, ხოლო ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უბანზე დამატებით გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ.

მარნეულის # 48 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე კომისიის წევრებმა შენიშნეს, რომ ყუთი იყო გაბზარული, მოხდა ახლით ჩანაცვლება და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დაიწერა რამდნეიმე საჩივარი წილის ყრის პროცედურებთან დაკავშირებით კონკრეტულად ფოთში

ცესკო-ში ასევე შემოვიდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია „აპრიორის” დამკვირვებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში და აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა ნაძლაადევის # 49 საარჩევნო უბანზე. ორივე მათგანს კომისიამ საარჩევნო უბანი დაატოვებინა.

ხლვაჩაურში # 10 საარჩევნო უბანზე ოპოზიცია აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარე ხშირად გადის გარეთ და ინფორმაციას აწვდის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამომრჩევლებთან დაკავშირებით.

აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ და არ დადასტურდა. კომისიის თავმჯდომარე მოქმედებს საკუთარი უფლება-მოსილების ფარგლებში.“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, ამჟამად აღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად.

რაც შეეხება მთა-თუშეთს, სადაც საარჩევნო პროცესი გზის სეზონურად ჩაკეტვის გამო არ მიმდინარეობს, როგორც ცესკო-ში განაცხადეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია მომდევნო ბრიფინგზე მიაწვდის საზოგადოებას.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,საუბარი არის გადასატან საარჩევნო ყუთზე, რომლითაც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მესაზღვრეები. ამ ინფორმაციას დავაზუსტებთ და შემდეგ ბრიფინგზე მოგაწვდით“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.