ცესკო - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას
ცესკო - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე კონკრეტულ ინფორმაციებთან დაკავშირებით გაკეთდა კომენტარი.

„რაც შეეხება სამოქალაქო საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, ვაცხადებთ რომ აღნიშნული არის სიცრუე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. ასევე ტყუილია ამავე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ ლაგოდეხში არ გაიხსნა მეცხრე საარჩევნო უბანი.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და დღესაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში“,- განაცხადეს ცესკო-ში.