ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში კორონავირუსის 3 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში კორონავირუსის 3 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 108 ადამიანს დაუდასტურდა. ამრიგად, რეგიონში ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების რიცხვმა 135 779 შეადგინა. ინფორმაციას ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ქვეყნებში ვირუსი უკვე დაძლია 83 468-მა ადამიანმა.

სულ ცენტრალური აზიის ოთხ ქვეყანაში ვირუსს 1982 პაციენტი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში დაიღუპა 46 პაციენტი.