„ცეესკამ“ „პანათინაიკოსი“ სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 28-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა. „პანათინაიკოსმა“ საკუთარ არენაზე „ცეესკას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა (66-97).

დიმიტრის იტუდისის გუნდში ყველაზე შედეგიანი 21 ქულით დარუნ ჰილიარდი გამოდგა. მაიკ ჯეიმსმა 18 ქულა მიითვალა.

ბერძნებს შორის ყველაზე მეტი12 ქულა დეშონ ტომასის ანგარიშზეა.

28 ტურის შემდეგ „ცეესკას“ 19 მოგება და 9 მარცხი აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. „პანათინაიკოსს“ კი 14 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და მე-6 ადგილზეა.

ზენიტი – ჟალგირისი 76-75 (ოვერტაიმი)

რეალი – ვილერბანი 87-78

ვალენსია – ოლიმპია მილანო 81-83 (ოვერტაიმი)