ცეცაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ქართველ მწვრთნელზე უკრაინაში განსხვავებული ვერსიები ვრცელდება
ცეცაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ქართველ მწვრთნელზე უკრაინაში განსხვავებული ვერსიები ვრცელდება

გია ცეცაძეს კორონავირუსის ტეტსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა და ამიტომ არ იყო უკრაინის ჩემპიონატის მე-4 ტურში „ლვივის“ სათადარიგოთა სკამზე ლუგანსკის „ზორიასთან“ მატჩის დროს – ინფორმაციას გამოცემა „უა-ფუტბოლი” ავრცელებს.

ლუგანსკის კლუბმა გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა – 5:0.

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ქართველი სპეციალისტის გადადგომის შესახებ. სინამდვილეში, ლვოველთა დამრიგებელი კორონავირუსით დაავადდა და სტადიონზე მისვლა არ შეეძლო,“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფუტბოლ 1-ის“ დირექტორმა ალექსანდრე დენისოვმა განაცხადა.

„ჩვენ „ლვივის“ გენერალურ დირექტორს, ანდრეი პანკივს დავუკავშირდით, რომელმაც ინფორმაცია გადადგომის შესახებ უარყო. ამ დროისთვის ეს ფეიკია, ნუ დაიჯერებთ. ცეცაძე გუნდში რჩება. მინდა, გიორგი ცეცაძეს ჯანმრთელობა ვუსურვო – „ლვივის“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა. გვაქვს იმედი, რომ ცეცაძე ვირუსს მალე დაამარცხებს,“ – აცხადებს დენისოვი.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ-არხი „Brutal Football”:

„ჩვენი ცნობით, „ლვივის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე გაათავისუფლეს უკრაინის ჩემპიონატის მე -4 ტურში „ზორიადან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ. „ლვივის“ გენერალურმა დირექტორმა ანდრი პანკივმა უარყო ეს ამბავი, მაგრამ ჩვენი წყაროს ცნობით, ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ცეცაძის ნაცვლად გუნდს ვინ უხელმძღვანელებს. კლუბის უფროსობა ცეცაძის თანაშემწეებს შორის ორ ვარიანტს განიხილავს – ვიტალი შუმსკი და ვადიმ დეონასი. თავად „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელი კი COVID-19-ით ნამდვილად დაავადებულია“.