ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა - 21-წლამდელებში შვეიცარიისთვის ხარაბაძეც მოემზადება
ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა - 21-წლამდელებში შვეიცარიისთვის ხარაბაძეც მოემზადება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი ორი შეხვედრა მოიგო და მეორე ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. გია ცეცაძის გუნდი მესამე შეხვედრას 11 ოქტომბერს სტუმრად შვეიცარიის 21-წლამდელებთან გამართავს.

ნაკრები უახლოესი მატჩისთვის მზადებას 7 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს, შვეიცარიაში კი 10 ოქტომბერს გაემგზავრება. მატჩისთვის გია ცეცაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იქნება „ციურიხის“ მცველი ლევან ხარაბაძე, რომელსაც ბოლო პერიოდში მუდმივად ეროვნულ ნაკრებში იწვევენ.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი)

მცველები: ნიკა მალი, ლუკა ლაკვეხელიანი (ორივე – საბურთალო, თბილისი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, თორნიკე ძოწენიძე (ორივე – ლოკომოტივი, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ილია ბერიაშვილი (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია),

ნახევარმცველები: პაატა კიტეიშვილი, ლუკა სილაგაძე (ორივე – რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი)

საქართველოსა და შვეიცარიის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე ქალაქ ვინტერტურის შუტცენვიზეს სტადიონზე გაიმართება.