ცეცაძე უკრაინაში იმუშავებს - „ლვოვმა“ ახალი მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა
ცეცაძე უკრაინაში იმუშავებს - „ლვოვმა“ ახალი მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა

ცნობილი ქართველი სპეციალისტი გია ცეცაძე უკრაინის პრემიერლიგის გუნდ „ლვოვში“ იმუშავებს – კლუბმა ქართველი მწვრთნელის დანიშვნაზე ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

„ორშაბათს, 22 ივნისს, ვინიკის ბაზაზე, გუნდს წარუდგინეს „ლვოვის“ ახალი მწვრთნელი. იგი ქართველი სპეციალისტი გიორგი ცეცაძეა. მას ვიტალი შუმსკი დაეხმარება“, – წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

45 წლის ცეცაძის ბოლო კლუბი იყო „საბურთალო“, სადაც მხოლოდ ერთი თვე გაჩერდა და გუნდი დატოვა. ასევე ხელმძღვანელობდა გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივსა“ და „სამტრედიას“. 2016/17 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ ჩემპიონობა მოიპოვა და საქართველოს სუპერთასი მოიგო. ცეცაძე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ გუნდში 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელად, ხოლო 2017-2018 წლებში ეროვნულ ნაკრებში – კახა ცხადაძის ასისტენტად.

მისი ხელმძღვანელობით საქართველოს U-19 ნაკრები 2013 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ჯერ „ლვოვსა“ და გია ცეცაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ცნობილი არა არის. 45 წლის ქართველი სპეციალისტი სომეხი მწვრთნელის, ეგიშე მელიქიანის ნაცვლად იმუშავებს.