Calciomercato – კვარაცხელია „მილანის“ სიაში იყო, მაგრამ მოლაპარაკებების შეწყვეტაში დამნაშავე „რუბინია“ #1TVSPORT
Calciomercato – კვარაცხელია „მილანის“ სიაში იყო, მაგრამ მოლაპარაკებების შეწყვეტაში დამნაშავე „რუბინია“ #1TVSPORT

პოპულარული იტალიური გამოცემა Calciomercato ამტკიცებს, რომ ყაზანის „რუბინის“ ხელმძღვანელობას ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „მილანი“ დაუკავშირდა, მაგრამ მოლაპარაკება რუსული კლუბის „დიდი მადის“ გამო ჩაიშალა.

წერილში „მილანი“ – სიმართლე კვარაცხელიას შესახებ“ პოპულარული იტალიური გამოცემის ჟურნალისტი საინტერესო დეტალს აჟღერებს.

„ხვიჩა კვარაცხელია „მილანისთვის“ საინტერესო მოთამაშეა და სატრასნფერო სიაში იყო, მაგრამ იტალიური კლუბის დირექტორებმა, პაოლო მალდინიმ და ფრედერიკ მასარამ გადაწყვიტეს, მოლაპარაკებები აღარ დაეწყოთ. დამნაშავეა ყაზანის „რუბინი“, რომელიც 20 წლის ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერში 20 მილიონ ევროს ითხოვს“, – წერია Calciomercato-ში.

Calciomercato-ს ამ ინფორმაციიდან გასაგები ხდება, რომ ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორი რუსტამ საიმანოვი კვარაცხელიას ტარნსფერთან დაკავშირებით სიმართლეს ნაწილობრივ ამბობს. ის მალავს, რომ ქართველი თავდამსხმელით ბევრი ცნობილი ევროპული კლუბი დაინტერესდა და რომ „რუბინში“ ოფიციალური შეთავაზება სწორედ მის მიერ დადგენილი არაადეკვატურად გაზრდილი ფასების გამო არ შესულა.

ინფორმაციიდან იკვეთება, რომ „მილანს“ ქართველი ფეხბურთელის აყვანა სურდა, მაგრამ რუსული კლუბის მოთხოვნა ბაზრის ფასების გათავლისწინებით გაბერილია და იტალიელებს ამაზე არ დათანხმდებიან. ანუ ამ ეტაპზე „რუბინის“ ფინანსურმა მოთხოვნებმა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედს ევროპაში გზა გადაუკეტა.

„რუბინი“ უკან არ იხევს და 20 მილიონ ევროს ითხოვს, იმის მიუხედავადაც, რომ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს გამოჩნდა, რომ ეს არარეალური ფასია.