ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ბუტა რობაქიძის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს დაცვის მხარე.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაცვის მხარემ წინა სხდომაზე დაიწყო. პირველი იყო ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი, რის შემდეგაც სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა თავად ფირცხალავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საქმეში მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ფირცხალავამ ასევე განაცხადა, რომ წლების წინ შემთხვევის ადგილზე ბუტა რობაქიძის გარდაცვალების შემდეგ მივიდა და საქმის გაყალბება არ მომხდარა.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდებული ზაზა ბაქრაძე. ბაქრაძე ამ საქმეში ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც დანაშაულს აღიარებს. მან წინა სხდომაზე თქვა, რომ დაკავებულ ახალგაზრდებს იარაღი არ ჰქონდათ.

ახლა დარჩენილია სამი ბრალდებული, რომელთა ადვოკატებმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით უნდა მიმართონ.

მოსამართლეს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად 2018 წლის ბოლომდე აქვს ვადა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა ჩანიშნული.