ბურჯანაძისა და მაკფადენის 12-12 ქულა
ბურჯანაძისა და მაკფადენის 12-12 ქულა

ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ გრძელდება განახლებული სეზონის ფინალური ეტაპი. სულ ცოტა ხნის წინ ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ „სან პაბლო ბურგოსს“ შეხვდა და მეორე გამარჯვება იზეიმა. „ბურგოსის“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი თად მაკფადენი გახლავთ.

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. საბოლოოდ, უკანასკნელ წუთებზე უკეთ კუნძულელები გამოიყურებოდნენ და 91-87 იმარჯვეს.

ბექა ბურჯანაძე „გრამ კანარიას“ სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 37:14 წუთში ბექამ 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ბურჯანაძემ 6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ჯარიმა მიიღო. .

სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო შეხვედრა თად მაკფადენმაც. 30:24 წუთში მან 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თადმა 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 5-ვე სამქულიანი ააცილა, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

„გრან კანარიასა” და „სან პაბლო ბურგოსს” სამი ტურის შემდეგ 2-2 მოგება გააჩნიათ. 2-2 გამარჯვება აქვთ ტურნირის მასპინძელ „ვალენსიასა“ და „რეალს“. ნახევარფინალის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. „გრან კანარია“ 24 ივნისს „სარაგოსას“ შეხვდება, ხოლო 26 ივნისს ვალენსიას დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი