ბურჯანაძის ორი სამიანი და „გრან კანარიას“ მეოთხე მოგება ევროთასზე (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდის, ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ევროთასზე მეხუთე ტურში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. კანარელებმა ბერძნულ „პრომითეასს“ უმასპინძლეს და 98:83 დაამარცხეს.

ბექამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 17 წუთი ითამაშა და მატჩი 7 ქულით, 5 მოხსნით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. ბექამ 6-დან 2 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ბომბარდირი ბურჯანაძის თანაგუნდელი სტენ ოკოიე გახდა, რომელმაც 25 ქულას მოუყარა თავი.

„გრან კანარია“ ექვსგუნდიან ჯგუფში ოთხი მოგებით მეორე ადგილზეა. პირველია ხუთმოგებიანი იტალიური „ტრენტო“.