ბურჯანაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ესპანეთში - გიპუზკოამ საოცარი მატჩი შემოატრიალა
ბურჯანაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ესპანეთში - გიპუზკოამ საოცარი მატჩი შემოატრიალა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 26-ე ტურის რამდენიმე მატჩი გაიმართა. ბექა ბურჯანაძის შესანიშნავი თამაშის წყალობით, ურთულეს და პრინციპულ გამარჯვებას მიაღწია „გიპუზკოამ“.

ბასკურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი უშალო კონკურენტი, მადრიდის „ესტუდაინტესი“ ანგარიშით 93-92 დაამარცხა. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი სწორედ ბურჯანაძე გახლდათ. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 34 წუთში 26 ქულა და ექვსი მოხსნა გააკეთა, რაც ორივე კლუბის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ბექამ საოცარი სიზუსტით ისროლა პერიმეტრიდან. ქართველმა ფორვარდმა შვიდიდან ხუთი საქმულიანი ჩააგდო, რასაც ოთხი ორქულიანი და სამი საჯარიმო ტყორცნაც მიაყოლა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 22 ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა მეორე ტაიმში პრაქტიკულად უშეცდომოთ ითამაშეს და ურთულესი შეხვედრა შემოატრიალეს. ამ წარმატების შემდეგ, „გიპუზკოა“ კვლავ ბოლო ადგილზეა, თუმცა „ლიგა ენდეზაში“ ადგილის შენარჩუნების შანსი ჯერ კიდევ რჩება.

ვალდეომილოს გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად „მურსიას“ მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება.

Delteco GBC 93 – 92 Movistar Estudiantes RESUMEN // Jornada 26 Liga Endesa from ACB on Vimeo.