ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ევროთასის მეორე ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო
ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ევროთასის მეორე ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო

საქართველოს ნაკრების ფორვარდის ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიას“ ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩიდან ყველა წაგებული ჰქონდა გამართული. მეოთხე შეხვედრა კუნძულელებმა სტუმრად „ანდორასთან“ გამართეს და 79:74 გაიმარჯვეს.

მოგებაში 21-ქულიანი წვლილი შეიტანა ჯონ შურნამ, ხოლო ბურჯანაძე მწვრთნელმა მხოლოდ 3 წუთით ათამაშა. რა დროშიც ქართველმა მხოლოდ ბურთის ერთხელ მოხსნა მოასწრო.

ოთხი ტურის შემდეგ „გრან კანარიას“ ერთი გამარჯვება აქვს. პირველადგილოსან „უნიქსს“ (4 მოგება) ვეღარ დაეწევა, მეორე ადგილზე გასვლის შანსს კი ჯერაც ინარჩუნებს – ორი გამარჯვებით მეორე პოზიციაზე „ანდორაა“. პლეი ოფში ჯგუფის საუკეთესო დუეტი გადის.

დარჩენილია ორი ტური. 2 მარტს კანარელები მონტენეგროს „მორნარს“ ესტუმრებიან, 10 მარტს რუსეთის „უნიქსს“ მიიღებენ.