ბურჯანაძის „ბეტისი“ პორტუგალიაში ბოლო წამებზე დამარცხდა #1TVSPORT
ბურჯანაძის „ბეტისი“ პორტუგალიაში ბოლო წამებზე დამარცხდა #1TVSPORT

ბექა ბურჯანაძის ახალმა კლუბმა „ბეტისმა“ მესამე მატჩი გამართა პორტუგალიაში, ლისაბონის ტურნირზე. სევილიელები მესამე მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ესპანურ „ობრადარიოსთან“ ბოლო წამებზე 92:93 დამარცხდნენ.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და შეხვედრა 3 ქულით დაასრულა. „ბეტისის“ ბომბარირობა ორმა კალათბურთელმა გაიყო – ბლეინბერგმა და ქერინგტონმა. მათ 17-17 ქულა ჩააგდეს.

სევილიური კლუბი პირველ ოფიციალურ მატჩს 18 სექტემბერს გამართავს – ესპანეთის ჩემპიონატში ბურჯანაძის ყოფილ კლუბ „ანდორას“ უმასპინძლებს.