ბურჯანაძის 7-დან 6 სამქულიანი და „ბეტისმა“ „ვალენსია“ სტუმრად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისი და დეიან ტოდოროვიჩის ეფექტური გარჯის წყალობით „ბეტისმა“ „ვალენსია“ მისსავე მოედანზე დაამარცხა – 84:81.
ბექამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 26 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მის ანგარიშზე 7-დან 6 სამქულიანია. მარკო ტოდოროვიჩმა მატჩი 17 ქულით დაასრულა.
🔥 ¡QUÉ BARBARIDAD! ¡CÓMO ESTÁ @BeqaBurjanadze!
Anota su 5⃣º TRIPLE ¡Qué calentita tiene hoy la muñeca! 🤠
📹 En directo en @MovistarPlus #LigaEndesa#ListosParaRomperla pic.twitter.com/KPDRZ3sGAN
— Liga Endesa (@ACBCOM) October 31, 2021
ეს გახლდათ სევილიელთა მეორე გამარჯვება მიმდინარე სეზონში (სულ 8 ტურია ჩატარებული).
„ბეტისი“ მომდევნო მატჩს ესპანეთის ჩემპიონატში 7 ნოემბერს „სარაგოსას“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.