ბურჯანაძის 14 ქულა „სარაგოსასთან“ წაგებულ მატჩში
ბურჯანაძის 14 ქულა „სარაგოსასთან“ წაგებულ მატჩში

ესპანეთის „ლიგა ენდესას“ განახლებულ ფინალური ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“. კუნძულელები აუტსაიდერ „სარაგოსას“ დაუპირისპირდნენ და დასანანი მარცხი განიცადეს (76-85) გამარჯვების შემთხვევაში ბურჯანაძის გუნდი ნახევარფინალს საგრძნობლად მიუახლოვდებოდა.

აღსანიშნავია, რომ „გრან კანარია“ ბოლო მეოთხედამდე ლიდერობდა, თუმცა, საბოლოოდ, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

ბურჯანაძე „გრან კანარიას“ სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მიუხედავად ამისა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბექამ მოედანზე 21:47 წუთი გაატარა და 14 ქულა 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

უკვე გადაწყდა, რომ „ა“ ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე „ბარსელონა“ და თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ გავლენ. გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ უკვე გამოეთიშა ასპაეზობას. დღეს, „ტენერიფე“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, „ბასკონია“ კი „ხუვენტუტს“ შეხვდება. დიდი ალბათობით, შენგელია მატჩში მონაწილეობას მცირე ტრავმის გამო არ მიიღებს.

დატოვე კომენტარი