ბურჯანაძის 13 ქულა „ბარსელონასთან“ წაგებულ მატჩში
ბურჯანაძის 13 ქულა „ბარსელონასთან“ წაგებულ მატჩში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ მორიგი მატჩი საკუთარ არენაზე „ბარსელონასთან“ გამართა და 65-81 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ კი 13 ქულა დააგროვა. 10 ქულიანი ზღვარი კანარელთაგან მხოლოდ ბექამ და ხავიერ ბეირანმა გადალახეს. ბურჯანაძემ მოედანზე 22 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 13 ქულასთან ერთად ორი მოხსნა და ერთი პასი დააგროვა. ბექამ სამიდან სამი სამქულიანი, ორიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.

„გრან კანარიას“ 19 ტურის შემდეგ ცხრა მოგება აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება.