ბურჯანაძის 10 ქულა „მურსიასთან“ მოგებულ მატჩში
ბურჯანაძის 10 ქულა „მურსიასთან“ მოგებულ მატჩში

ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში საკუთარი შეხვედრა გამართა ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“, რომელმაც საკუთარ არენაზე „მურსიას“ 85-79 სძლია.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მოედანზე 10:09 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 10 ქულა და 3 მოხსნა დაააგროვა. ბექამ სამივე ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. მან ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო და მის წინააღმდეგაც ორჯერ დაჯარიმდნენ.

„გრან კანარიამ“ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, სტუმრად, ერთპიროვნულ ლიდერ „მადრიდის რეალთან“ ჩაატარებს.

დატოვე კომენტარი