ბურჯანაძემ შერმადინის ყოფილი გუნდიც დაამარცხა
ბურჯანაძემ შერმადინის ყოფილი გუნდიც დაამარცხა

ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ თამაშიდან თამაშამდე ფორმაში შედის, ხარისხსაც აუმჯობესებს და შედეგსაც. კანარელებმა მორიგი მატჩი მოიგეს. ამჯერად გიორგი შერმადინის ყოფილი კლუბი „უნიკახა“ მისსავე მოედანზე 83:75 დაამარცხეს.

ახალ სეზონში ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულის უცვლელ წევრად მკვიდრდება. მან ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ამ დროში 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 5 ქულას თითო მოხსნა-პასი მიამატა.

მის გუნდში ყველაზე მეტი, 19 ქულა ჯეიკობ ვეილიმ ჩააგდო, მეტ კოსტელომ მატჩი 17 ქულით დაასრულა.