ბურჯანაძემ „გრან კანარიას" „ობრადოიროსთან" მოაგებინა (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია” „ობრადოიროს” დაუპირისპირდა მეტოქეს ოვერტაიმში 102-100 სძლია. ბურჯანაძემ აღნიშნულ გამარჯვებაში კი მთავარი როლი შეასრულა.

გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 27:24 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ბექას სარგებლიანობის ინდექსი17-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა შორის მხოლოდ მეტ კოსტელოსა (35 ქულა, 14 მოხსნა) და დემონტე ჰარპერს (18 ქულა, 6 მოხსნა) ჩამორჩა.

„გრან კანარიას” 7 მოგება და 6 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე-მერვე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 21 დეკემბერს, სტუმრად, გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფესთან” ჩაატარებს.