ბუნდესლიგის ოთხ გუნდს გაკოტრება ემუქრება
ბუნდესლიგის ოთხ გუნდს გაკოტრება ემუქრება

პირველი და მეორე ბუნდესლიგის გუნდების მესამედი, შესაძლოა გაკოტრებულად გამოცხადდეს, თუ კორონავირუსის გამო გადადებული ჩემპიონატები უახლოეს დროში არ განახლდება, – წერს გერმანული გამოცემა „კიკერი“.

წყაროს ცნობით, უკვე მაისში შეიძლება გაკოტრდეს მეორე ბუნდესლიგის შვიდი და პირველი ბუნდესლიგის ერთი გუნდი. ივნისში კი ფინანსური კრახი ელოდება მეორე ბუნდესლიგის ორ და პირველი ბუნდესლიგის სამ გუნდს.

გერმანიის ჩემპიონატი 13 მარტიდან არის შეჩერებული კორონავირუსის პანდემიის გამო. ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელები საკუთარი ინიციატივით მიდიან ხელფასის შემცირებაზე, რათა გუნდებმა არსებობა შეძლონ. კერძოდ, ამგვარი ნაბიჯი გადადგეს „ლევერკუზენმა“ და „ვოლფსბურგმა“.

ოთხი აპრილისთვის, გერმანიაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 91 159 შემთხვევა. გარდაიცვალა 1275 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 24 575.