ბუნდესლიგის მეორე ბომბარდირი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას დათანხმდა #1TVSPORT
ფრანქფურტის „აინტრახტის“ ფორვარდი ომარ მარმუში მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა და უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება სერიოზული წინსვლა ჰქონდეს კარიერაში.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტიმ“ წინადადებით მიმართა მარმუშს და ფორვარდმა თანხმობით უპასუხა შეთავაზებას.
ახლა, ინგლისის ჩემპიონს სჭირდება ტრანსფერის პირობების შეთანხმება უშუალოდ „აინტრახტთან“.
აღნიშნავენ, რომ მარმუშის მიმართ არის დაინტერესება სხვა ტოპ-კლუბების მხრიდან, მაგრამ ეგვიპტელს სწორედ „მანჩესტერ სიტის“ პროექტი აინტერესებს.
ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების 15 მატჩში მარმუშმა 13 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის გერმანული ლიგის მეორე საუკეთესო ბომბარდირია.