ბუნდესლიგის კლუბის აქციონერი „ტორპედოთი“ დაინტერესდა 
ბუნდესლიგის კლუბის აქციონერი „ტორპედოთი“ დაინტერესდა 
გერმანიის ბუნდესლიგის გუნდის, ფრანკფურტის „აინტრახტის“ ერთ-ერთმა აქციონერმა, კაზიმ არიფოვმა საქართველოს პირველ არხს გაუმხილა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ პარტნიორობით დაინტერესდა.
 
„ქართულ ფეხბურთს კარგად ვიცნობ და მჯერა, რომ მას საკმაოდ დიდ პოტენციალს ფლობს. ახლა კლუბის სპეციალისტებთან მოლაპარაკებები ქუთაისის „ტორპედოსთან“ დაკავშირებით გვაქვს, რომელსაც საკმაოდ კარგი სახელი და ტრადიციები აქვს და საინტერესო გუნდია. ახლა გაკოტრების პირასაა, ხელფასებს ვერ არიგებენ. ჯერ ინტერესი საწყის ეტაპზეა. ქუთაისის „ტორპედოს“ წარმომადგენლებს დავუკავშირდით და მოლაპარაკებას ვაპირებთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კაზიმ არიფოვი.
ბიზნესმენის თქმით, ფინანსურად მოღონიერებული ქართული გუნდი ევროპის ლიგაზე მაინც უნდა გავიდეს: „ვიცი, რომ ქართული გუნდები ევროტურნირებს საწყის ეტაპზე ასრულებენ, რაც ქართული ფეხბურთის პოტენციალის ნამდვილად ვერ ასახავს. ვნახოთ, „ტორპედოსთან“ საერთო ენას თუ გამოვნახავთ და თანამშრომლობა თუ შედგება. „ტორპედო“ ბევრად ძლიერი კლუბი გახდება და ჩემპიონთა ლიგის თუ არა, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც უნდა მოხვდეს“.
დატოვე კომენტარი