ბუნდესლიგის გენერალური დირექტორი - სატრანსფერო ფანჯარას კოლაფსი ელოდება
ბუნდესლიგის გენერალური დირექტორი - სატრანსფერო ფანჯარას კოლაფსი ელოდება

ბუნდესლიგის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან ზაიფერტმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, როგორ შეიძლება კორონავირუსმა იმოქმედოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

„თუ ვილაპარაკებთ მოკლევადიან პერსპექტივაზე, მე ვიტყოდი, რომ ამ ზაფხულს სატრანსფერო ფანჯარა არ იქნება, მას კოლაპსი ელოდება. ზოგიერთი აგენტი მოულოდნელად გააცნობიერებს, რომ ახლა მათ მოუწევთ მონდომებით მუშაობა, უფრო ზუსტად, უბრალოდ, მუშაობა მოუწევთ. ისინი და აგრეთვე კლუბებიც მიხვდებიან, რომ ფული ყოველ თვე განრიგის მიხედვით ციდან არ ცვივა“, – განაცხადა ზაიფერტმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.